სიახლეები
საინტერესო

„მეც მალე მექნება ველოსიპედი“ - 8 წლის ბექას ბრძოლა ოცნებებისთვის
25-06-2018
-
+


სოციალური ქსელის ერთერთი მომხმარებელი 8 წლის ბექას ისტორიას ფეისბუქში აქვეყნებს. 

გთავაზობთ პოსტს უცვლელად: 


„დღეს, დელისის მეტროს ჩასავლელთან შევნიშნე ეს ბიჭი. სათამაშოებს ალაგება. თავიდან მეგონა თამაშობდა და შორიახლოს ვინმე უფროსიც ახლავს - მეთქი ვიფიქრე.... მივდივარ და მესმის მისი ხმა, ამას 5 ლარად გავყიდი. ეს კი 8 ლარადაც გაიყიდებაო. თავის თავს უთანხმდებოდა... ამ ხმის გაგონებაზე გავჩერდი და ამოვბრუნდი უკან. გამოველაპარაკე... ჩამოყალიბებული ადამიანი იყო, ისეთი გაბედული და კაცური ლაპარაკი ჰქონდა... ბექა მქვიაო, მამა აღარ მყავსო. პატარა დასთან და დედასთან ერთად ვცხოვრობო.... აქ მარტო მოხვედი მეთქი? კი სულ მარტო დავდივარო. თურმე სკოლის შემდეგ ხან სად ყიდის და ხან სად ამ სათამაშოებს. დიდხანს ვისაუბრეთ მე და ბექამ. გამომიტყდა, რომ მისი ოცნებაა ველოსიპედი იყიდოს... ამ დროს დაინახა თავისი თანატოლი ბავშვები როგორ თამაშობდნენ უდარდელად და დაქროდნენ ველოსიპედებით... მათკენ გაექცა თვალი... როდესაც მოუახლოვდნენ დარწმუნებით მიაძახა, მეც მალე მექნება ველოსიპედიო. 
ისეთი სიძლიერე დავინახე ამ პატარა ბიჭის თვალებში, მთელი დღეა მასზე მეფიქრება... ზუსტად ვიცი, ეს პატარა, 8 წლის, ბიჭი თავისი შრომით აისრულებს ოცნებას, მაგრამ ის აღარ ვიცი რატომაა ცხოვრება ასეთი რთული.......?!“ - წერს ფეისბუქმომხმარებელი.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

ღონისძიება საერთო სიხარულის, ტრადიციების, სულიერების და კეთილშობილური ღირებულებების გაზიარებად იქცა

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა ნათლად გაიაზრეს

დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ღონისძიებით - „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ“ დასრულდა
ღონისძიება თითოეული მოსწავლისთვის იქცა ცოდნის, ემოციისა და შემოქმედებითი გამოხატვის შესანიშნავ საშუალებად
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება