მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი დღესასწაული ახალი წელია. სწორედ ამიტომ მოუთმენლად ელოდებიან მას და ცდილობენ თავიანთი წვლილი შეიტანონ წინასაახალწლო სამზადისში, თუმცა უფროსებისთვის ეს ხშირად ხელის შეშლას ნიშნავს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, მათი სწორად ჩართვა საახალწლო აქტივობებში. ეს პროცესი შეიძლება კი ძალიან სახალისო და შემოქმედებითი გახადოთ ბავშვებისთვის.
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე იდეა, თუ
გააკეთეთ საახალწლო დეკორაციები
ერთად შექმენით საახალწლო დეკორაციები. მორთეთ ნაძვი ხე, გააფორმეთ სახლი და ეზო ლამაზად. ბავშვებს მოსწონთ ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, განსაკუთრებით თუ ისინი თავად ქმნიან ლამაზ დეკორაციებს.
შექმენით საახალწლო ბარათები
უთხარით ბავშვებს დაგეხმაროთ საშობაო ბარათების დამზადებასა და საჩუქრების შეფუთვაში. გაამხნევეთ ისინი, რომ გამოიყენონ ფერადი მარკერები, ძაფი, ლენტები და სხვა ნივთები. ასევე გამოჭერით ფიფქები, რომლებითაც დაამშვენებთ სახლის კედლებს, ფანჯრებს.
მოამზადეთ ჯანჯაფილის სახლები და კაცუნები
შეარჩიეთ მარტივი საახალწლო ტკბილეული და დაეხმარეთ ბავშვს ცომის მომზადებაში, ფორმების ამოჭრაში ან დეკორირებაში.ჯანჯაფილის კაცუნები და სახლები თვენს შვილებს ნამდვილად მოეწონებათ, მისი ს სურნელი ნამდვილად სადღესასწაულო გარემოს შექმნის თქვენს სახლში. ეს ბავშვებისთვის სახალისო, საახალწლო ტრადიციად შეიძლება იქცეს.
ჩართეთ საახალწლო მუსიკა
ჩართეთ მუსიკა და ერთად იცეკვეთ. მუსიკა აღვიძებს პოზიტიურ გრძნობას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.