მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ერედვის მუნიციპალიტეტის, 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში გაწერილია მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი სოციალური დახმარება, რომელიც 200 ლარს შეადგენს და გათვალისწინებულია ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები იმ იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, რომლებსაც ჰყავთ 4 ან მეტი შვილი, აქედან ერთი მაინც არასრულწლოვანი (18 წლამდე).
დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;
დ) მშობლ(ებ)ის პირადობისა და დევნილობის მოწმობის ასლები;
ე) საბანკო რეკვიზიტები;
ვ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში).
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
ასევე გათვალისწინებულია დედ-მამით ობოლ არასრულწლოვანთა ერთჯერადი სოციალური დახმარება
„ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ დედ-მამით ობოლ არასრულწლოვნებს მიეცემათ ერთჯერადი სოციალური დახმარება თითოეულ არასრულწლოვანზე 500 ლარის ოდენობით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
დახმარების მისაღებად დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ/მზრუნველმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) არასრულწლოვნის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი;
დ) არასრულწლოვნის დევნილობის მოწმობის ასლი;
ე) არასრულწლოვნის მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები;
ვ) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის/მზრუნველის ვინაობის შესახებ;
ზ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
თ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში).
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის პირად ანგარიშზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.