სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

როდის დავდგათ ნაძვის ხე - ჩაინიშნეთ ბედნიერების მომტანი დღეები
15-12-2024
-
+


ნაძვის ხის მოკაზმვის სიხარული ბავშვობიდან მოგვდევს, გვჩუქნის ზღაპრულ განწყობას, გვიხალისებს დეკემბრის ცივ დღეებს და გვიქმნის სასწაულის მოლოდინს. 

ჩვენთვის ახალი წელი სურვილების ასრულებასთან ასოცირდება, ამიტომ ვატარებთ სხვადასხვა რიტუალს და გვჯერა, რომ კეთილდღეობას, სიყვარულსა თუ იღბალს მოვიზიდავთ. წინასაახალოდ მთავარი რიტუალი კი ნაძვის ხის დადგმაა, ამიტომ რატომ არ ვაქციოთ ეს დღე წარმატების მომტანად?


ნაძვის ხის დასადგმელად ყველაზე ადრეული და ამასთანავე სასურველი თარიღი წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღის წინა პერიოდი - 17 -18 დეკემბერია. 

ეზოთერული შეხედულებების მიხედვით, ნაძვის ხის დასადგმელად საუკეთესო დრო 21-დან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდია. ერთ-ერთი ყველაზე სასურველი კი ზამთრის მზებუდობა - 22 დეკემბერი. თუ აღმოსავლურ სწავლებას - ფენ-შუის დავუჯერებთ, 22 რიცხვი ყველაზე ხელსაყრელი დღეა მთელი დეკემბრის მანძილზე. 

აღმოსავლური სწავლებით, წელიწადის ამ უმოკლეს დღეს ნაძვის ხის დადგმა მთელი წლის მანძილზე პრობლემებისგან დაგვიცავს. იწყება ახალი სასიცოხლო ციკლი, ღამის ხანგრძლივობა იკლებს, დღის კი იზრდება.  ამიტომ, ძველად ადამიანებს სწამდათ, რომ ბნელი ძალებისგან მათ სახლში ჩამოკიდებული ნაძვის ხის ტოტები დაიცავდა. 

ნაძვის ხის დასადგამად შემდეგი საუკეთესო დღეები - 24-25 დეკემბერია, ეს ორი თარიღი განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს. 25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო ქრისტეს შობას აღნიშნავს.

30-31 დეკემბერი კი საახალწლო რიტუალისთვის ტრადიციული დროა. ამ დღეებში ნაძვის ხის დადგმა სახლს საზეიმო ატმოსფეროს შესძენს და პოზიტიური ენერგიით დაგმუხტავთ მთელი შემდგომი წელი. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება