მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება გაჯერებულია საგანმანათლებლო ღონისძიეიებით, რომელთა ინიციატორები არცთუ იშვიათად თავად მოსწავლეები არიან.
ქუთაისის N32 საჯარო სკოლის ეკოკლუბის - „ახალი სხივი“ წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ სასკოლო კვირეულში, რომელიც დიდი ქართველი მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს მიეძღვნა. მათი ინიციატივით, სკოლაში ჩატარდა შემეცნებით-ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“, რომელშიც მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
თამაში ეძღვებოდა ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობას განათლების სფეროში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსება, ხარისხიანი განათლებისა და თანაბარი სწავლის შესაძლებლობის გავრცელება.
კითხვები მოიცავდა აგრეთვე შემდეგ საკითხებს: ილიას მიერ სათავადაზნაურო ბანკის დაარსებას, ეკონომიკური ზრდისა და ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ილიას საქმიანობას, რომელიც მოიცავდა სამართლიანობის, მშვიდობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერას.
ინტელექტუალურ-შემეცნებით თამაშში სულ 3 გუნდი („თერგი“, „კვამლი“, „თერგდალეულები“) ასპარეზობდა. ამათგან საუკეთესო შედეგები დადო გუნდმა „თერგდალეულები“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გამარჯვებულებს მოგვიანებით გადაეცემათ სერტიფიკატები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო