სიახლეები
სკოლები

იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო საგანმანათლებლო გასვლითი აქტივობა
05-12-2024
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო აქტივობებში მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლათა შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ბადიაურის საჯარო სკოლას ესტუმრნენ.

მოსწავლეებმა სკოლაში ამჟამად მიმდინარე აქტივობებთან დაკავშირებით და აქამდე დაგროვილი საკლუბო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ვიზიტის დროს, მოსწავლეებს შეხვდა CENN-ის კახეთის რეგიონული კოორდინატორი - კახა სუხიტაშვილი და წლევანდელი სამუშაო მიმართულებებისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მანვე, მოსწავლეებს განუმარტა, თუ როგორ შეიძლება დაიგეგმოს ერთობლივი, მდგრადი განვითარების მიზნებზე ორიენტირებული პროექტები, რაც, კონკრეტული სასიკეთო შედეგების გარდა, მომავალში სკოლათა მეტად დაახლოვებისა და დამეგობრების  საფუძვლად შეიძლება იქცეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა გამოხატეს ინტერესი და მუშაობის გაგრძელების  სურვილი.

„არაქართულენოვანი სკოლების ქართულ სკოლებთან დაკავშირების შესაძლებლობა საუკეთესო საშუალებაა ორივე სკოლის  მოსწავლეებისთვის, რადგან  ინტეგრირება,  ტოლერანტული, თუ სიახლეებისადმი მიმღებლური დამოკიდებულება, რეალურად, სწორედ მრავალკულტურულ გარემოსა და სიტუაციებში ყალიბდება...

მადლობა ბადიაურის სკოლის ადმინისტრაციასა და მოსწავლეებს მასპინძლობისათვის...

თანამშრომლობა გრძელდება...“,- ამბობენ იორმუღანლოს საჯარო სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება