მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობები ეძღვნება.
მათ შორის, იქ ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავი აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო აქტივობა ჩატარდა. სასკოლო-სასწავლო აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა კედლის გაზეთები გამოუშვეს და უყურეს დოკუმენტურ ფილმებს ილიას შესახებ.
გარდა ამისა, შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები, რომლებმაც ილიას ღვაწლი და დღევანდელი დღე შეაფასეს.
აღნიშნული აქტივობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების - ლილი გეჯაძისა და ანი დათუნაშვილის ორგანიზებული იყო და საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს აერთიანებდა.
„მოსწავლეები სხვადასხვა კლასში ეცნობიან ილია ჭავჭავაძეს, როგორც პოეტს, მწერალსა და პუბლიცისტს. შესაბამისად, სწავლობენ მის შემოქმედებას. ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის. მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება