მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დოშაყეს საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა.
14 ნოემბერს, სკოლის ბიოლოგიის კლუბ „ნორჩი ექიმების“ წევრებმა აღნიშნეს დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღე.
დაავადებაზე ყურადღების გამახვილებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით სასკოლო საზოგადოებას გააცნეს დიაბეტის გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები, მასთან დაკავშირებული გართულებები, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები. მოუწოდეს, რომ ნებისმიერმა, ვისაც აქვს დიაბეტის სიმპტომები ან დაავადების განვითარების რისკის ქვეშ იმყოფებიან, ჩაიტარონ დიაგნოსტიკური ტესტი, რადგან პრევენცია მკურნალობაზე უკეთესია.
აქტივობას ბიოლოგიის მასწავლებელი მზია ქობალია ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება