მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაწერილია წარჩინებული კურსდამთავრებულების ფინანსური დახმარება და ის გაიცემა პირზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში უფიქსირდება ბოლო 3 წელი სწავლება და განცხადების შემოტანის მომენტისთვის სულ ცოტა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
გ) გადაცემული აქვს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულების დამადასტურებელი ოქროს ან ვერცხლის მედალოსნის სერტიფიკატი.
„ჯილდოს ოდენობა წარჩინებულ კურსდამთავრებულზე, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატის მიხედვით, განისაზღვრება:
ა) ოქროს მედალოსნის დამადასტურებელი სერტიფიკატის შემთხევაში ერთჯერადად – 300 ლარის ოდენობით;
ბ) ვერცხლის მედალოსნის დამადასტურებელი სერტიფიკატის შემთხვევაში ერთჯერადად – 150 ლარის ოდენობით.
ჯილდოს მისაღებად კურსდამთავრებულმა/ არასრულწლოვანი კურსდამთავრებულის კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)კურსდამთავრებულის/არასრულწლოვანი კურსდამთავრებულის კანონიერი წარმომადგენელის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ)კურსდამთავრებულის/არასრუწლოვანი კურსდამთავრებულის კანონიერი წარმომადგენელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, არასრულწლოვანი კურსდამთავრებულის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტის ასლთან ერთად;
გ)კურსდამთავრებულის/არასრულწლოვანი კურსდამთავრებულის კანონიერი წარმომადგენლის პირადი საბანკო რეკვიზიტები;
დ) კურსდამთავრებულის, ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სკოლაში, ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) კურსდამთავრებულის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულების დამადასტურებელი ოქროს ან ვერცხლის მედალოსნის სერტიფიკატი ან/და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა;
ვ) კურსდამთავრებულის ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან).
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
განძის N2 საჯარო სკოლაში ღონისძება მიეძღვნა დედაენის დღეს
ქუთაისის N38 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა საქართველოს სახელმწიფო ენის დღე აღინიშნეს