მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობები ეძღვნება.
მათ შორის, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის პედაგოგებმა დიდი ქართველი მწერლის, პუბლიცისტის, სახელმწიფო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე განსაკუთრებული მოწიწებით აღნიშნეს.
გაიმართა ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც დიდი მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს. ასევე, მოსწავლეებმაც სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი წარადგინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„ყველა დროის თანამედროვე ქართველმა, ერის მამამ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მე-19 საუკუნეში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, გადამწყვეტი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნასა და ლიბერალური ფასეულობების გავრცელებაში.
ილია ჭავჭავაძე იყო ადამიანი, რომელსაც კარგად ესმოდა განათლების მნიშვნელობა, თვლიდა, რომ ინტელექტუალური, ევროპული იდეები ჩამოაყალიბებდა ერს სრულფასოვან წევრად დიდ ერთა შორის. ეს იდეა დღესაც არ ჰკარგავს აქტუალობას.
მნიშვნელოვანია მისი შეხედულებები ვაცოცხლოთ თაობებში და შევძლებთ ყოველთვის დავიცვათ „მამული, ენა, სარწმუნოება“,- აღინიშნა ღონისძიებაზე.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება