მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას საგანმანათლებლო პროექტებში ახალისებენ, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას ემსახურება.
შესაბამისად, სკოლის მოსწავლეები ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი და მამოტივირებელ საგანმანათლებლო ტესტებს ხალისითა და დიდი შემართებით ასრულებენ.
მოწაფეთა სახელზე არაერთი წარმატებაცაა. სკოლის მოსწავლეები მანე სურმანიძე და მანუ სურმანიძე 2024 წლის სექტემბერ-ნოემბრის შედეგების მიხედვით, izrune.ge-ს ვარსკვლავთა რეიტინგში მოხვდნენ.
აქტიურმა და მოტივირებულმა მოსწავლეებმა თვის განმავლობაში შეასრულეს ყველა ტესტი და დააგროვეს ყველაზე მეტი ქულა. თვის შემაჯამებელ ტესტში კი მოიპოვეს ყველაზე მაღალი EGMU.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით განსაკუთრებულად ამაყობენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„2024 წლის სექტემბრიდან ნოემბრის შედეგების მიხედვით, ჩვენი სკოლის მოსწავლეები izrune.ge-ის ვარსკვლავთა რეიტინგში მოხვდნენ, რაც ნამდვილად საამაყოა როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე სკოლისთვის!
IV კლასის წარმატებას ხელმძღვანელობს დამრიგებელი ქალბატონი ლია მეხრიშვილი, ხოლო V კლასის მიღწევებს - ქალბატონი დარეჯან პაპიაშვილი-ჩოხელი.
ჩვენი მიზანია, გამოვხატოთ მადლიერება და აღვნიშნოთ მოსწავლეების მიღწევები, რათა მათ მეტი მოტივაცია ჰქონდეთ და სკოლის სხვა მოსწავლეებმაც მაგალითი აიღონ. ასეთი აღიარება ხელს უწყობს პიროვნული ზრდის სტიმულირებას და პასუხისმგებლობის გრძნობის გაღრმავებას, რაც საბოლოოდ სკოლის საერთო წინსვლასაც განაპირობებს“, - აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ.
„გისურვებთ კიდევ უამრავ წარმატებას და წინსვლას! ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლე და პედაგოგი თქვენი მიღწევებით ამაყობს!“- ასეთია სკოლის დირექციის გულთბილი გზავნილი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება