მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურისა და პოეზიის სიყვარულს შთააგონებენ.
„პოეზიამ საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ადამიანური გამოცდილების, კულტურის, ისტორიის და ცივილიზაციის გამოხატვისას. პოეზიის სწავლება აძლიერებს ენისა და წიგნიერების უნარებს, ხელს უწყობს კრიტიკულ აზროვნებას, ემოციური ინტელექტის განვითარებას, კულტურათა გაგებას. პოეზიაში ჩართვითა და თანაზიარებით მოსწავლეები ღრმად აფასებენ ენას, სიტყვის ძალას და მისი მეშვეობით შეიცნობენ სამყაროს“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე ჩატარდა პოეზიის საღამო.
ლიტერატურული ღონისძიება ტერენტი გრანელის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა და მას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი შორენა სიხარულია ხელმძღვანელობდა.
V -VI კლასის მოსწავლეებმა შეაჯამეს კვირის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები, ისაუბრეს პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, წაიკითხეს ლექსები.
„მადლობა მათ აქტიური ჩართულობისა და პოეზიისადმი უდიდესი ინტერესის გამოჩენისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება