მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება.
ახლახან, სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა ღონისძიება თემაზე - „ეს საქართველოა“.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-10გ კლასის მოსწავლეები. ეს იყო სპექტაკლისებური ღონისძიება, მე-10 კლასელებმა წაიკითხეს ზ. სალუქვაძის, ლ.ასათიანის ლექსები. იყო ქორეოგრაფიული ნომრები, მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, წარმოადგინეს სკეტჩი - „აჭარული ოჯახი“. ღონისძიებას ფონად გასდევდა გია ყანჩელის მელოდიები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეების ერთმანეთთან მეტად დაახლოებას, კლასგარეშე საქმიანობაში მათ ჩართულობას მათივე სურვილისამებრ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება