სიახლეები
სკოლები

მოტივირებული მოსწავლეები და მათ სასწავლო შემართებაზე მზრუნველი დირექცია და პედაგოგები ართანის საჯარო სკოლაში
06-12-2024
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლის პედაგოგები, დირექტორის თინათინ ბიჭოლაშვილის ხელმძღვანელობით,  მოსწავლეებს მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ სასწავლო გარემოს სთავაზობენ. ამას ადასტურებს ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც სკოლაში იმართება.

აღსანიშნავია, რომ ასეთი შთამბეჭდავი და დადებითი ემოციებით დატვირთული იყო 2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისიც სკოლაში.

„შემოდგომის ზღაპრული  ფერებითა და საზეიმოდ მორთულ ეზოში ზარი დაირეკა და ახალი სასწავლო პროცესიც განახლდა, ცოდნის ციხესიმაგრე კვლავ აჟრიამულდა. არდადეგებიდან დაბრუნებულს ახალი თავგადასვლები, სიახლეები, უამრავი მოულოდნელობა და სიხარული ელოდათ. სკოლის დირექცია, პედაგოგები, მოსწავლეები, მათი მშობლები ასევე კურსდამთავრებულები, რომლებიც ყოველ წელს სიხარულით მოდიან მონატრებულ სკოლაში დიდი სიყვარულით შეხვდნენ ერთმანეთს და ეს იყო ბედნიერი ადამიანების შეხვდრის დღე,  ნამდვილი დღესასწაული“, - ასე შეფასეს ეს დღე სკოლაში.

სადღესასწაულო განწყობას, როგორც სკოლაში გვიყვებიან, უფრო ამაღლებულს ხდიდნენ პირველკლასელები.

„ყვავილებით ხელდამშვენებულებს უფროსები მოაცილებდნენ სკოლის ეზოში. სკოლის კარებთან მარინე  მასწავლებელი ელოდათ. დედის კალთას ჩაბღუჯულებმა ახალ მასწავლებელს ჩასჭიდეს ხელი და ამაყად შემოაბიჯეს ცოდნის ტაძარში“, - აღნიშნეს სკოლაში.

სკოლის ხელმძღვანელმა - თინათინ ბიჭოლაშვილმა მოსწავლეებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს სწავლის დაწყება მიულოცა, წარმატებული სასწავლო წელი უსურვა და მიმართა, რომ ეს დღე მათთვის ახალი ეტაპის დასაწყისია.

„შრომა და მოთმინება აუცილებელი ინსტრუმენტია ცოდნის სამეფოში სამოგზაუროდ.  მათ მეგზურად პედაგოგები გაჰყვებიან და თავდაუზოგავად აზიარებენ სრულფასოვან განათლებას“, - თქვა დირექტორმა.

მან ასევე, ისაუბრა განვლილი პერიოდის მიღწევებზე, სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე,   საინტერესო პროექტებზე, რომლებშიც აქტიურად იყო ჩართული სასკოლო საზოგადოება.

ხელმძღვანელმა წარჩინების სიგელები გადასცა სწავლაში წარმატებულ და პროექტებში გამარჯვებულ მოსწავლეებს. პირველკლასელებს საჩუქრად გადაეცათ კომპიუტერები.

„ქალბატონმა თინათინმა აღნიშნა, რომ ჩვენის სკოლის მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ იმედი მხარდაჭერისა, რომელზეც ზრუნავენ სკოლის დირექცია, პედაგოგები და ის გულისხმიერი ადამიანები, რომელებსაც მომავალი თაობების აღზრდა- განათლება, ძლიერი და განვითარებული ქვეყნის საფუძვლად მიაჩნიათ.

მან მადლობა გადაუხადა ქალბატონ ნინო შეშელიძეს, რომელმაც I-VI კლასის მოსწავლეებს სასკოლო ჩანთები საჩუქრებად გადასცა, ამან მოსწავლეებში უდიდესი სიხარული გამოიწვია, მათ უფრო მეტად აუმაღლდათ მოტივაცია.

ქალბატონ ნინოსთვის ცხოვრების წესია, გასულ წელსაც დაურიგდა მოსწავლეებს ჩანთები და სასკოლო ნივთები. სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოება , მოსწავლეები და მათი მშობლები გამოვხატავათ უდიდეს მადლიერებას, ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი კეთილშობილი ადამიანები. დაე, ჩვენს სკოლაში ყოველთვის მხიარულად წკრიალებდეს  ცოდნის ზარი!“, - აღნიშნეს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სპეცმასწავლებლების საყურადღებოდ - ვადა 3 აპრილამდე გაქვთ - რა უნდა გაითვალისწინოთ

„საჯარო სკოლები არასწორად ცდილობდნენ მოსწავლეთა წარმომადგენლების თანხმობის მოპოვებას“ - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიში

2024 წელს 10 ათასზე მეტ მოსწავლეს სტატუსი შეუწყდა ან შეუჩერდა - სახალხო დამცველის ანგარიში

 

ყურადღება! 2025 წლის გამოცდებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება - რა უნდა გაითვალისწინოთ

საჯარო სკოლებში ცვლილებები ამოქმედდა - სრული სია და მინისტრის ბრძანება 

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

იანეულის საჯარო სკოლაში სახალისო აქტივობებით აღნიშნა „სიცილის დღე“

მსგავსი აქტივობები კი ხელს უწყობს ბავშვების ლოგიკური აზროვნების განვითარებას

რატომ ჭრელი წინდა? - ბოდბის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასში პედაგოგებმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს

აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს თემატური ნამუშევრები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება