სიახლეები
სკოლები

„ძმა“- დისველის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნინო დოხტურიშვილი მორიგ ემოციურ ნოველას გვიზიარებს 
09-12-2024
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნინო დოხტურიშვილი საკუთარი შემოქმედებით გამოირჩევა. 

ის საზოგადოებას საკუთარი შემოქმედებით ხშირად ანებივრებს. ამჯერადაც, პედაგოგი მორიგ ემოციურ ნოველას გვიზიარებს სახელწოდებით - „ძმა“, რომელშიც სიკვდილის პირას მყოფი მამის უკანასკნელი სურვილის ასასრულებლად გაერთიანებული ძმების ამბავია მოთხრობილი. 

ნოველაში ნათლად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია დედმამიშვილური სიყვარული.

                                                                  ძმა

ამდენმა განცდამ თავისი ქნა! 

- სანთელივით დადნა სიცოცხლით სავსე კაცი, რა მეშველება უიმისოდ? უფალო, მუხლმოდრეკილი გევედრები, გადაარჩინე, თორემ მოვიკლავ თავს და ამაზე წინ მე  დავლევ სულს!

- ნუ მოთქვამ, გეყოფა, დედა!

- ახლა ტირილიც ამიკრძალეთ!

- ცოცხალი ადამიანის დატირება არ გამიგია.

- ეხ, ჩემო თავო!

- მამუკია სად არის?

- მამასთან, უკვე დიდი ხანია საუბრობენ ...

- რაზე, ხომ არ იცი?

- არ ვიცი, დედა.

- წავალ, გავარკვევ...

ნანა ფეხაკრეფით შევიდა ოთახში, სასოწარკვეთილი თვალები მიანათა მრავალჯერ გამოტირებულ მეუღლეს. გაუსაძლისი ტკივილების გადატანა უწევდა მწოლიარეს,  რაც მკაფიოდ იყო აღბეჭდილი მის გატანჯულ სახეზე.

- მოხვედი ნანა?

- გოჩამ მითხრა, რომ მამუკას ესაუბრებოდი, ხომ მშვიდობა გაქვთ, იქნებ, ჩემი დახმარება გჭირდებათ.

- კარგი კითხვაა! დამეხმარები, თუ ყველა მოხვალთ და გულდასმით მომისმენთ...

 ნანას გაურკვევლობისგან სახე შეეცვლა, მყისიერ დაძახილძე მოიხმო ბიჭები. მერაბმა როგორც კი ოჯახი დაიგულა ოთახში, დინჯი ხმის ტემბრით დაიწყო  საუბარი, მისთვის ყოველი სიტყვა მთელ სიცოცხლეს უდრიდა...

- ბიჭებო, ოჯახში ყველაზე პატარა მამუკიაა, სულ მალე სტუდენტი გახდება და ხომ  იცით, თქვენს გარეშე ცხოვრებას ფეხს ვერ აუწყობს. ბედნიერი მივდივარ ამ ქვეყნიდან თქვენი  სიყვარულის, თანადგომისა და მხარდაჭერის ფონზე! გთხოვთ, ახლა რასაც გეტყვით, სათანადოდ გაიაზროთ და მტყუან-მართალის განსჯას ნუ მოჰყვებით!   

აქ ცოტა შეანელა სათქმელი მერაბმა, გადახედა შვილებს და მორიდებით დახარა თავი...

- წლების წინ, ბელარუსში მომიწია ცხოვრება, მასპინძელმა ოჯახმა საკუთარი შვილივით მიმიღო. მათი ერთადერთი ქალიშვილი კი დანახვისთანავე ჩამივარდა გულში, გულწრფელად გითხრათ, მარტივად დამახვია თავბრუ!

ნანამ ამრეზით შეხედა მეუღლეს, იმ წუთას განრისხდა, მაგრამ სათქმელი მაინც არ შეაწყვეტინა.

- მოულოდნელად, დედა გამიხდა ცუდად, ქვეყნის დატოვება მომიწია.  საქართველოდან დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა მიმოწერა, გავიგე, რომ ბიჭი შეეძინა და ამის გამო ოჯახმა გარიყა, სულ მარტო ელოდა ჩემს დაბრუნებას, მე კი ვერ  გადავდგი ეს ნაბიჯი, თითქოს ხელ-ფეხი გამიკრეს.

ვიცი, ამ საქციელს გამართლება არ აქვს. რომ არა ეს შავბედითი სენი, ვერც ვერასოდეს გაიგებდით სიმართლეს. მხოლოდ ერთს გთხოვთ, სიკვდილის წინ   მეოთხე შვილიც მანახეთ.

მერაბმა ბოლო სიტყვა ცრემლნარევი ხმით წარმოსთქვა, ბოდიშის მოხდით გვერდი იბრუნა და ასე გადაფარა თავისი აღელვება.

მხოლოდ გოჩამ დაარღვია სიჩუმე...

- მამა, რა ჰქვია ბიჭს?

- ალესანდრე ვასილევი, სავარაუდოდ, დედის გვარზეა.

- კარგი, მამა, არ იდარდო, ვნახავთ... მერაბის სახე გაუნათდა, სულამდე ესიამოვნა შვილის თანადგომა ...

ბიჭები მთელი ღამე ეძებდნენ შეძენილ ძმას, სოციალური ქსელის მეშვეობით. მათ უამრავი ადამიანის ვიზუალი ნახეს. ცდილობდნენ, სხვადასხვა დამახასიათებელი  გარეგნული ნიშნით სისხლით ნათესაური კავშირი ამოეცნოთ. სამწუხაროდ, ვერანაირი მსგავსება ვერ აღმოაჩინეს, უკვე  დაღლილებს, იმედი გადაეწურათ,     ალეკოს უნებურმა წამოძახილმა კი სიტუაცია განმუხტა.

- ეს ჩვენი მამუკია არ არის?

- აბა? ბიჭებმაც მექანიკურად მიიხედეს ეკრანისკენ...

მამუკია გაოცებული შეჰყურებდა გამოსახულებას, თითქოს მისი ორეული იმზირებოდა ფოტოდან.

- სახელი და გვარი მითხარი ამ ბიჭის, ალეკო.

- ალესანდრე ვასილევი...

- როგორ?

- ასეთ მსგავსება?

ახლა კი მიხვდნენ, რომ სწორი მიმართულება მისცეს ძიებას და საჭირო ადამიანთან მოხვდნენ...

ნანა შორს იდგა, შეპარვით ადევნებდა თვალყურს მეუღლის ქმედებას,  შეურაცხყოფილი იყო, თუმცა იმასაც კარგად აცნობიერებდა, რომ ეს სიტუაცია მათ  ზიანს ვეღარ მიაყენებდა.

როგორც კი ფოტოს, შეხედა, დარწმუნდა, რომ მსგავსება მართლაც შესამჩნევი იყო. არადა, რამდენჯერ უთქვამს მამუკიას, ყველა შავგრემნები ხართ, მე ერთი ვარ სლავური გარეგნობის და ეტყობა მიშვილეთო, ლამის სასოწარკვეთილეებამდეც კი გადასდიოდა განცდები, ახლა კი, ყველაფერი ნათელი გახდა.

ესე იგი, მამაჩემის შვილი ვარ! - ჩუმად წაილუღლუღა მამუკიამ და სახეზე ღიმმა გადაურბინა.

 - ნანამ გულში ჩაიკრა შვილი.

 - დედა, ხომ არ გეწყინება, თუ ალექსისთან ურთიერთობა გვექნება?

-  რა თქმა უნდა, არა!

 ბიჭები ერთი თვის თავზე შეხვდნენ, თავაზიანად ჩამოართველს ხელი, გადაკოცნეს, გადაეხვივნენ ერთმანეთს. ისინი ჩუმი მზერით  წონიდნენ, სისხლით ნათესაურ  კავშირს. ყველაზე ემოციური მაინც მერაბისთან შეხვედრა იყო...

სარეცელზე მძიმე ფიქრებით მიყუჩებული მამა ერთ წერტილს უაზროდ მიშტერებოდა, კარი ფრთხილად შეაღეს და ასაკის მიხედვით, შევიდნენ ოთახში, ჯერ გოჩა, ალეკო, მამუკია და ბოლოს, ალექსანდრე.

მამა დილიდან ემზადებოდა რაღაც განსაკუთრებულისთვის, სხვანაირად უძგერდა  გული. უფრო მეტად დააკვირდა მომხვდურებს, სიამაყით აევსო გული დავაჟკაცებული შვილების დანახვისას. როდესაც ადგილი დაიკავეს, უნებურად, მეოთხე პიროვნებაც დალანდა და მაშინვე მიხვდა, რომ ეს ალექსანდრე იყო. ფერდაკარგული სახე გაუბრწყინდა, გაუნათდა, ხელით ანიშნა სარეცელისკენ, ალექსანდრე უსიტყვოდ დაემორჩილა მამის თხოვნას.

- როგორ გავხართ შენ და შენი ძმა ერთმანეთს!

უცხო ენაზე გაზრდილი ჭაბუკი, თითქოს მიუხვდა ნათქვამს და თანხმობის ნიშნად, თავი დაუქნია.

- ახლა ბედნიერი ვარ, ახლა უსაზღვროდ ბედნიერი ვარ!

ალექსანდრე მამის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა სახლში, მერაბისადმი   მიცემული დაპირება არასოდეს დავიწყნია, საოცარ მზრუნველობას ავლენდა საკუთარი ძმების მიმართ! ყოველ წელს სტუმრობდა ოჯახს, მშობლის სულის მოსახსენიებლად!


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება