მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლაში, ფილმის ჩვენება მოეწყო.
ფილმის ჩვენების შემდეგ მოეწყო დისკუსია თემაზე „არა ძალადობას!“. ღონისძიებას ესწრებოდნენ მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეები.
მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს და საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს.
აღნიშნული ღონისძიების ხელმძღვანელი იყო ინგლისური ენის მასწავლებელი სალომე შავგულიძე. აქტივობაში ჩართულები იყვნენ ქართული ენის/ლიტერატურის და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებიც.
მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება