მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შმაგი კუპატაძუს სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან.
6 დეკემბერს, სამოქალაქო განათლების პედაგოგმა - მაკა ჭანკვეტაძემ, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ერთად განახორციელა პროექტი - „უსაფრთხო ინტერნეტი“.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ ინტერნეტის მოხმარების საფრთხეები, როგორიცაა: არასაურველ პირებთან კონტაქტი, არასაბავშვო თემატიკა, აგრესიული მარკეტინგი, ციფრული ტექნოლოგიების დავირუსება.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ბავშვებმა მოიძიეს მრავალფეროვანი ინფორმაცია, შექმნეს პოსტერები, აჩვენეს ანიმაციები კიბერუსაფრთხოებაზე და მისცეს რჩევები თანატოლებს თუ როგორ დაიცვან თავი კიბერბულინგისგან.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება