მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგები ცრუ და ნამდვილი ინფორმაციის გარჩევას, კიბერუსაფრთხოების წესებს ასწავლიან.
ახლახან, მოსწავლეები მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულს შეუერთდნენ და VIდ კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში.
კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილებზე მოსწავლეებმა შექმნეს ციფრული პოსტერი - „როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას?“ კრეატიული და ინფორმაციული პასუხებით.
ნაშრომის შექმნაში ჩართულ მოსწავლეებს - მარიამ აფხაიძეს, მარიამ გუდაძეს, მართა ვაშაყმაძეს, ელენე თვაურს, აკაკი კოპალიანს, ბარბარე კუხიანიძეს, გიორგი მანაგაძეს, ელენე მეხრიშვილს, გურამი ფანჩულიძეს, მარიამ ჩინჩალაძეს, დავით ხვადაგიანსა და საბა ხურციძეს კომუნიკაციების კომისიისგან სერტიფიკატები გადაეცათ.
მოსწავლეთა კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ზურა ხაკიანი გახლავთ, კლასის დამრიგებელი კი - სოფიო პავლიაშვილი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება