მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 11-დან 17 დეკემბრის ჩათვლით სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, ენერგეტიკის სექტორში შექმნილი მძიმე ვითარების გამო, - აღნიშნული ინფორმაცია გააჟღერა ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბადრ გუნბამ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ელექტროენერგია დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 4 საათითა და 40 წუთით მიეწოდებათ.
გადაწყვეტილება სკოლებისა და საბავშვო ბაღების გათბობასთან დაკავშირებული სირთულეებით არის განპირობებული, - განაცხადა „განათლების მინისტრის“ მოვალეობის შემსრულებელმა ინალ გაბლიამ დასძინა: „ჩვენ ვთავაზობთ დამატებით არდადეგებს, გვსურს ვაცნობოთ მასწავლებლებს, სკოლებისა და კოლეჯების დირექტორებს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმძღვანელებს, გააკონტროლონ სასწავლო პროცესი და ბავშვებმა იმეცადინონ სახლებში“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.