მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგები არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივ განათლებაზე, არამედ მათ მრავალმხრივ განვითარებაზე და ბავშვების თვალსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავენ.
ახლახან, თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის IVა კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი მაია ხორბალაძე) შემეცნებით-გასართობი პროგრამების ფარგლებში იმყოფებოდნენ ცვილის ფიგურების მუზეუმში.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ცვილისგან შექმნილი საინტერესო ფიგურები ცნობილი მსახიობების, მულტფილმის გმირების, ასევე, სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებული მწერების კოლექციები, გაიარეს სარკის ლაბირინთში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დღემ ძალიან საინტერესო და სახალისო გარემოში ჩაიარა. მოსწავლეები დადებითი ემოციებით დატვირთულნი დაბრუნდნენ გიმნაზიაში.
მათ, ასევე, თან ახლდათ გიმნაზიის ინგლისური ენის პედაგოგი ნათია მიქაძე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია სტუდენტებისთვის - მობილობის ბოლო დღე 7 თებერვალია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც