მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
ახლახან, მოსწავლეებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს და ლიტერატურული პერსონაჟი გაასამართლეს.
VIIIბ კლასის მოსწავლეებმა ნაწარმოების შესწავლის შემდეგ როლები საინტერესოდ მოირგეს და მოაწყვეს ილია ჭავჭავაძის მოთხრობის „კაცია-ადამიანის“ მთავარი პერსონაჟის სასამართლო განხილვა.
მოსწავლეებმა ვერდიქტიც გამოიტანეს - ლუარსაბი დამნაშავედ ცნეს და მიუსაჯეს
საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობა, მათ შორის მცირე სკოლის
დააარსება და ახალგაზრდებისათვის წიგნების შეძენა.
„ვფიქრობ, ეს ყოველივე ღრმად აღიბეჭდება მათ მეხსიერებაში და ხელს შეუწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას“,- აღნიშნავს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია აბულაძე და აქტივობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება