მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
მათ შორის აღსანიშნავია, შთამბეჭდავი ლიტერატურული ღონიძიება, რომლითაც პოეტთა მეფის - გაკალტიონ ტაბიძის დაბადების დღე აღინიშნა.
ელვარე და ოქროსფერი ნოემბერი, ის თვეა როცა ბგერების ღმერთის დაბადების დღეს ვზეიმობთ. ამ ბედნიერ დღეს მიეძღვნა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში.
ღონისძიება მეტად საიტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა დიდი პოეტის შემოქმედებას ხოტბა შეასხეს და მისი უკვდავი ლექსები მხატვრულად წაიკითხეს.
ექვსმა მე-6 კლასელმა მოსწავლემ, მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ მაია იასეშვილთან ერთად, აახმიანა გალაკტიონის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი სურათები და პოეტური შედევრები, აჟღერდა გალაკტიონის ლექსებზე შექმნილი სიმღერები.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება