მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კიწიის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, კიდევ ერთი საინტერესო აქტივობა ჩატარდა.
მე-9 და მე-10 კლასელების მონაწილეობით სკოლაში გაიმართა დისკუსია თემაზე: სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის „დავით დადიანის“ ოჯახი.
მოსწავლეებმა ცოდნა წარმოაჩინეს, საინტერესოდ ისაუბრეს და მსჯელობის უნარები გამოავლინეს.
კიწიის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებს და მათ ხელმძღვანელს - ქართული ენის მასწავლებელს - მანანა კაკულიას გაწეული შრომისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება