მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლის პედაგოგები თეატრალური ხელოვნების დახმარებით მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავენ.
„თეატრში სტუმრობა უნიკალური და ამაღელვებელი გამოცდილებაა, რომელიც ადამიანის სულიერ განვითარებასა და კულტურულ ზრდას უწყობს ხელს.
თეატრის სცენა ის ადგილია, სადაც მაყურებელი და მსახიობები პირდაპირი კავშირით ერთიანდებიან. ეს ურთიერთობა ქმნის უნიკალურ ატმოსფეროს, რომელსაც ვერცერთი სხვა ხელოვნების ფორმა ვერ ჩაანაცვლებს. სცენაზე თამაშისას მსახიობები რეალურ დროში გადმოსცემენ ემოციებს, რაც თითოეულ მაყურებელში უნიკალურ რეაქციებს იწვევს“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გასვლითი აქტივობა სწორედ თეატრში სტუმრობას დაეთმო.
სკოლის IVა კლასიის მოსწავლეები, დამრიგებლის თამარ ციცვიძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეწვივნენ.
მოსწავლეებისთვის სპექტაკლი მეტად საინტერეო აღმოჩნდა.
„ვფიქრობ, ემოციებითა და შთაბეჭდილებებით სავსე დღე გამოგვივიდა თეატრის სტუმრებსაც და მანსპინძლებსაც“,- აღნიშნავს პედაგოგი თამარ ციცვიძე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება