მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, არაერთი სპორტულო-გასართობი აქტივობა და ღონისძიება იმართება.
ამჯერად, სკოლაში, საინტერესო და სახალისო სპორტული ღონისძიება ჩატარდა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ მეგობარი ფანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. შეჯიბრებები გაიმართა სპორტის შემდეგ სახეობებში: გეზბრენი, მინი ფეხბურთი, ფრენბურთი, სადაც თამაშობდნენ შერეული გუნდები.
მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო კი ხალისიანად გაატარეს.
„გაიმარჯვა მეგობრობამ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები სკოლების დამეგობრებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
იხილეთ ვიდეო1
იხილეთ ვიდეო2
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება