მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო აქტივობაში ერთვებიან.
მათ შორის, მოსწავლეები სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ. კერძოდ, გოგონებმა და ვაჟებმა შესაძლებლობები მინი ფეხბურთში გამოავლინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ დიდი შემართებითა და თავდაუზოგავი შრომით, ფინალში თამაში და ჭიათურის მასშტაბით, მე-2 ადგილის დაკავება შეძლეს. მოსწავლეებმა ყველა ორგანიზატორისა თუ გულშემატკივარის აღფრთოვანება და პატივისცემა დაიმსახურეს.
„მადლობა და მრავალი წარმატება ბავშვებს და მათ ხელმძღვანელს, სპორტის მასწავლებელ იმედი გოგოლაძეს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება