მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან, სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი პირის ინიციატივით, ბულინგთან ბრძოლის კვირეული გაიმართა.
კვირეულში სხვადასხვა საგნის მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობდნენ. მათ თემები მოამზადეს და პროექტ-გაკვეთილები დაგეგმეს, რომლებზეც ბულინგის სხვადასხვა სახეები განიხილეს.
პედაგოგებმა მოსწავლეებს გააცნეს ბულინგის პრევენციის გზები და საშუალებები, მოისმინეს მოსწავლეთა მოსაზრებები, პრეზენტაციები და ესეები, ნახეს ფილმები ბულინგსა და ძალადობაზე.
მოსწავლეებმა დასკვნით ღონისძიებაზე მიღებული ცოდნა შეაჯამეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება