მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევები დირექციისა და პედაგოგებისთვის საამაყო და სასიხარულოა.
ამჟამად, სკოლაში, მე-2 კლასელი გიორგი ონიანის წარმატებას აღნიშნავენ
სკოლის IIა კლასის მოსწავლემ საჭადრაკო ტურნირში - „ნინო ხურციძის მემორიალი“, 8 წლამდე ჭაბუკთა შორის, წარმატებით იასპარეზა. ტურნირი 5 ოქტომბერს ვანში ჩატარდა.
მოსწავლემ შეჯიბრებაზე მესამე ადგილი დაიკავა. მე-2 კლასელის მწვრთნელი იუზა დოლიძე გახლავთ, დამრიგებელიკი მარინა ჭანტურიძე.
გიორგი ონიანი დაჯილდოვდა შესაბამისი მედლითა და სიგელით.
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„წარმატებები და უამრავი გამარჯვება პატარა მოჭადრაკეს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება