სიახლეები
სიახლეები

ტერმინები, რომლებიც ბაღის ხელმძღვანელებმა და აღმზრდელ-პედაგოგებმა უნდა იცოდნენ
13-12-2024
-
+


აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტში იმ ტერმინების განმარტებებია მოცემული, რომელთა ცოდნაც საბავშვო ბაღის ხელმძღვანელებისა და სხვა პერსონალისთვის მნიშვნელოვანია. 

ქვემოაღნიშნულ ტერმინებს ამავე სტანდარტის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აღმზრდელ-პედაგოგი – პირი, რომელიც დაწესებულებაში სააღმზრდელო-პედაგოგიურ საქმიანობას ახორციელებს;

ბ) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობა (რეფერირება) – „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებით დამტკიცებული პროცედურები;

გ) ბილინგვური განათლება (ორენოვანი განათლება) − განათლების ფორმა, რომელიც გულისხმობს საგანმანათლებლო პროგრამის ორ ენაზე სწავლებას;

დ) ბავშვის ინდივიდუალური პორტფოლიო − კრებული, რომელიც მოიცავს ბავშვის ნამუშევრებს, დაკვირვების/შეფასების შედეგად მიღებულ მრავალფეროვან ინფორმაციას, ბავშვების სურათებს სხვადასხვა საქმიანობის შესრულებისას და სხვა;

ე) დაკვირვება − კვლევის, ინ ფორმაციის შეგროვების მეთოდი;

) ენობრივი სენსიბილიზაციის/მგრძნობელობის კომპეტენცია − კომპეტენცია, განსაზღვროს ბავშვს ენობრივად მისთვის მეორე ან უცხოურ ენაზე რა შესაძლებლობები და კომპეტენციები აქვს, რამდენად ესმის ინსტრუქციები/შინაარსები და რამდენად შეუძლია აზრის გამოთქმა, დაეხმაროს ბავშვს ენობრივ ინტერაქციაში, გამოიყენოს დამხმარე საშუალებები აზრის გაგებინებისთვის, გაახმოვანოს ბავშვის ფიქრები/სურვილები;

ზ) ერთი ენა − ერთი ადამიანი − მიდგომა, რომელიც ხორციელდება ბილინგვურ ჯგუფში აღმზრდელის მიხედვით ენების გამიჯვნის გზით. მაგ.: ორი აღმზრდელი ბავშვს სხვადასხვა ენაზე ესაუბრება, რომელთაგან ერთი ბავშვის მშობლიური ენაა;

თ) ერთი ენა − ერთი სფერო − მიდგომა, რომელიც გამოიყენება ბილინგვურ ჯგუფში და გულისხმობს ენების გამიჯვნას სფეროების მიხედვით, როდესაც კონკრეტული აქტივობები (მაგ.: ზღაპრების კითხვა ან მულტფილმების ყურება) სრულდება მუდმივად ერთ რომელიმე ენაზე;

ი) თამაში – ბავშვის ქცევის წამყვანი ფორმა, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას;

კ) ინკლუზიური განათლება − საგანმანათლებლო მიდგომა, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა უზრუნველყოფს დაწესებულებაში ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებას მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, მიუხედავად ბავშვების ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა;

ლ) ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი − პერსონალი, რომელიც ხელს უწყობს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა ჩართულობას (მაგ.: სპეციალური პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და სხვა);

მ) კეთილდღეობა   −  მდგომარეობა, რომელიც მოიცავს ბედნიერებისა   და კმაყოფილების განცდას. ის გულისხმობს ინდივიდის ეფექტიან სოციალურ    ფუნქციონირებასა და მიდრეკილებას ოპტიმიზმისადმი, ღიაობისადმი, ცნობისმოყვარეობისა და მედეგობისადმი;

ნ) კურიკულუმი − საგანმანათლებლო მიდგომა, რომელიც განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროცესის მიზანს, შინაარსსა და ფორმას;

ო) მეორადი მასალა − საგანმანათლებლო რესურსის ტიპი, რომელიც ერთხელ უკვე გამოიყენეს და უსაფრთხოა მისი გამოყენება მეორადად, საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე (მაგ.: ღილები, თასმები, ქსოვილები, ძველი ჟურნალ-გაზეთები, პლასტმასის ან ქაღალდის კონტეინერები და სხვ.);

პ) მეორე ენა − ენა, რომელსაც პირველი ენის შემდეგ ითვისებს ადამიანი;

ჟ) მულტილინგვური განათლება − განათლების ფორმა, რომელიც გულისხმობს საგანმანათლებლო პროცესში ორზე მეტი ენის გამოყენებას;

რ) მულტიდისციპლინური გუნდი − სპეციალისტების გუნდი, რომლის მიზანია სპეციალური    საჭიროების მქონე ბავშვის საჭიროებების შეფასება და ქმედითი ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება, ბავშვის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესში ჩართვის მიზნით. მულტიდისციპლინური გუნდის უცვლელი წევრები არიან ბავშვის მშობელი და აღმზრდელ-პედაგოგი/აღმზრდელი. დანარჩენი შემადგენლობა განისაზღვრება საჭიროებებიდან გამომდინარე − ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, სპეციალური პედაგოგი, მეთოდისტი და სხვა. მულტიდისციპლინური გუნდი შესაძლოა შეიქმნას როგორც დაწესებულების ფარგლებში, ასევე მუნიციპალიტეტის დონეზე;

ს) პირველი ენა − ენა, რომელსაც რიგით პირველს ითვისებს ადამიანი (უმეტეს შემთხვევაში ემთხვევა მშობლიურ ენას);

ტ) აღმზრდელ-პედაგოგად პროფესიაში შესვლა − აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე პირველად დასაქმება, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;

უ) საგანმანათლებლო პერსონალი − დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები საგანმანათლებლო პროცესში (მაგ.: აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელი, კურიკულუმის კოორდინატორი/მეთოდისტი, მუსიკის მასწავლებელი და სხვა);  

ფ) სპეციალური საჭიროებების მქონე (სსმ) ბავშვი − ბავშვი, რომელიც სწავლისა და განვითარების სირთულეების დასაძლევად საჭიროებს დამატებით/სპეციალურ სააღმზრდელო და საგანმანათლებლო მომსახურებას;

ქ) ტრანზიცია – პროცესი, რომელიც გულისხმობს ბავშვის გადასვლას სახლიდან ან ბავშვთა ადრეული ინტერვენციის (განვითარების) პროგრამიდან ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სივრცეში, ან გადასვლას ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სივრცეში არსებულ სხვადასხვა პროცესს შორის, ან ბავშვის გადასვლას სკოლამდელი აღზრდიდან და განათლებიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში;

ღ) უნივერსალური დიზაინი − გარემოს, შენობების ინფრასტრუქტურის მოწყობა/ადაპტაცია, საჭირო ტექნოლოგიებით აღჭურვა იმისთვის, რომ გარემო მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ყველა ადამიანისთვის, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რომელთაც აქვთ გადაადგილების სირთულე, სმენის ან მხედველობის დარღვევა და სხვა. უნივერსალური დიზაინი ასევე გულისხმობს კურიკულუმს, რომელიც ითვალისწინებს ყველა ბავშვის ინტერესსა და შესაძლებლობას, შეფასების სისტემასა და სწავლების მეთოდებს;

ყ) ღია მასალა − საგანმანათლებლო რესურსის ტიპი, რომლის გამოყენებაც სხვადასხვანაირად არის შესაძლებელი. ღია მასალა შესაძლოა იყოს როგორც ბუნებრივი წარმოშობის (მაგ.: კენჭები, ჯოხები,  ფოთლები,  ბუმბული  და  ა.შ.),  ასევე ქარხნული (მაგ.: მინისა და ხის ბურთულები, მუყაოს ყუთები, ქსოვილის ნაჭრები და ა.შ.). ბავშვების მიერ ღია მასალის გამოყენება ხელს უწყობს წარმოსახვის, შემოქმედებითობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას;

შ) შეფასება − საგანმანათლებლო პროცესის, საგანმანათლებლო პერსონალის საქმიანობის, ბავშვის ქცევის, უნარების, ცოდნის ან პიროვნულ მახასიათებლებზე მრავალმხრივი გზებით შეგროვებული ინფორმაციის ანალიზის პროცესი, რომლის საფუძველზეც ხდება შესაბამისი დასკვნების გამოტანა და სამომავლო გეგმების დასახვა;

ჩ) ძალადობა − პირის მიერ ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ზემოქმედებით ან იძულებით, აგრეთვე უგულებელყოფით (დაუდევარი მოპყრობით), რომელიც პირდაპირი განზრახვით ან/და განზრახვის გარეშე განხორციელდა/ხორციელდება;

ც) წარმატებული პრაქტიკა − განხორციელებული საქმიანობა/შემთხვევა, რომლის დროსაც წარმატებით იქნა მიღწეული წინასწარ განსაზღვრული მიზანი დაწესებულების ან პერსონალის მიერ;

ძ) ჯგუფის დამხმარე პერსონალი - პერსონალი, რომელიც დახმარებას უწევს საგანმანათლებლო პერსონალს ბავშვებთან მუშაობის პროცესში (მაგ.: ასისტენტი, აღმზრდელის დამხმარე/თანაშემწე და სხვ.), საგანმანათლებლო პერსონალის მითითებით ერთვება საგანმანათლებლო პროცესში თუ ბავშვების საქმიანობებში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

KIU-ში საჯარო ლექცია – „ხელოვნური ინტელექტი ფინანსურ ანგარიშგებასა და განათლებაში‘‘ გაიმართა

ელექტრონულ ჟურნალში მუშაობა დროებით შეიზღუდება - EMIS 

მასწავლებელთა გამოცდებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შედის - დეტალები

ტერმინები, რომელიც ბაღის ხელმძღვანელებმა და აღმზრდელ-პედაგოგებმა უნდა იცოდნენ

საკითხები და მიმართულებები რომლებსაც საკოორდინაციო საბჭო განიხილავს 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციაზე საინტერესოდ ისაუბრეს საბინადრო გარემოში მცხოვრებ ორგანიზმებზე

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გაწეული შრომისათვის

საინტერესო

სოციალური ქსელების უსაფრთხო გამოყენება ბავშვის განვითარების ნაწილია 

განსაზღვრეთ თქვენი მიზნები და ტესტირების შედეგად გააანალიზეთ გახვედით თუ არა სასურველ შედეგზე

პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის 

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“
სიახლეები
საზოგადოება