მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში ახალისებენ და ზრუნავენ ბავშვების მრავალმხრივ განვითარებაზე. მოსწავლეებიც ატიურობით გამოირჩევიან და მასწავლებლების სიმაყის საფუძველს ხშირად აძლევენ.
მათ შორისაა, IIა კლასის მოსწავლე დემეტრე აბულაძე, რომელმაც მენტალური არითმეტიკის სკოლა „ნობელის“ მე-2 დონე წარმატებით დაასრულა და სერტიფიკატი გადაეცა.
მოსწავლის დამრიგებელი და მათემატიკის მასწავლებელი მარინა ტურაბელიძე-ჭანტურიძე გახლავთ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დემეტრე წარმატებული და პასუხისმგებლობით აღსავსე მოსწავლეა, რომელიც მაღალი სასწავლო შემართებით გამოირჩევა.
„ის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება სწავლის პროცესს. არის მოტივირებული და აქტიური მოსწავლე. წარმატებებს ვუსურვებთ ნიჭიერ დემეტრეს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება