მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა შემოდგომა საინტერესო გასვლითი ღონისძიებით გააცილეს.
მოსწავლეთა საგაკვეთილო აქტივობა - „ოქროსფერი შემოდგომა“ „მათეს მარანში“ გაიმართა.
მოსწავლეებმა გაკვეთილი გადაიტანეს სივრცეში, სადაც კარგადაა წარმოჩენილი შემოდგომის სიუხვე და მრავალფეროვნება. ამავდროულად, ჩურჩხლების ამოვლების პროცესში მიიღეს მონაწილეობა და ნახეს შემოდგომასთან დაკავშირებული ბევრი საინტერესო სანახაობა.
მოსწავლეებისთვის მარანში სტუმრობა მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა, ნახეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აქტივობა კლასის ხელმძღვანელმა - ფიქრია გომართელმა დაგეგმა.
„წარმატებები მას და მის პატარებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარეთ მოსწავლეთა აქტიურობა და პედაგოგის შემოქმედებითობა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება