მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდსა და სტრატეგიას იყენებენ და მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ.
მათ შორის აღსანიშნავია, ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლის - ნაირა ბერულავას VIII კლასში ჩატარებული ქიმიის ღია გაკვეთილი, სწავლა კეთებით მეთოდის გამოყენებით, თემაზე - „ნარევების დაყოფის ხერხები“.
გაკვეთილი წინარე ცოდნის შეფასებით დაიწყო. მასწავლებელმა გაკვეთილზე გამოიყენა არაერთი აქტივობა: კროსვორდის შევსება, შესასვლელი ბილეთები, სქემის საშუალებით ნარევების დაყოფის ხერხები.
ჯგუფურ მუშაობაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ და იმუშავეს სხვადასხვა საკითხზე.
მოსწავლეებმა მასწავლებლის მითითებით განახორციელეს ქიმიური ცდები. ისინი პროექტორის საშუალებით გაეცნენ კრისტალიზაციისა და ქრომატოგრაფიის მეთოდებს. საინტერესოდ ისაუბრეს მათ გამოყენებაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში. დასასრულს, მოსწავლეებს დაურიგდათ გასასვლელი ბარათები.
ღია გაკვეთილს სკოლის დირექტორი, ნანა ჯგერენაია და პედაგოგები ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...