მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლის დირექტორი მოსწავლეებს მათ საჭიროებებზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს სთავზობს. მისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლე-მასწავლებლებთან თანამშრომლობითი, ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები. როგორც თავად აღნიშნავს, მისი მთავარი მოტივაცია სწორედ სასკოლო საზოგადოების, მოსწავლეთა ღიმილიანი შეხვედრა და კარგად ჩატარებული გაკვეთილია, რადგან მიაჩნია, რომ განათლებაა ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედია.
etaloni.ge -ის ბლიც-კითხვებს სკოლის დირექტორი გულიკო ფირცხალავა პასუხობს:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნას, სადაც ყველა პირობაა შექმნილი მოსწავლეთა აღზრდისა და სწავლებისთვის, სადაც სკოლის ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს საშუალება ეძლევა გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, შეძლონ საკუთარი თავის რეალიზაცია. სასკოლო საზოგადოების თანამშრომლობას, მაღალი ხარისხისა და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს შექმნას და დანერგვას.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ნდობა და სიყვარული. მოსწავლისა და მასწავლებლის გულწრფელი ემოციები ხელს უწყობს წარმატებულ სწავლას - სწავლების პროცესში პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი იყოს ინოვატორი, დემოკრატი, რომ მოსწავლისათვის სასკოლო გარემო გახადოს პოზიტიური და შეძლოს თავისუფლად მოაზროვნე ადამიანის აღზრდა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ჩემი მოსწავლეები საზოგადოების ღირსეული ადამიანები არიან. ისინი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში საქმიანობენ, მაგრამ სკოლის საუკეთესო დესპანები არიან. მართლაც ვამაყობ, რადგან მათ არც ერთხელ არ შევურცხვენივარ ჩემი ხანგრძლივი პედაგოგიური საქმიანობის განმავლობაში.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- მათ თანაბარ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში, პასუხისმგებლობას, აქტიურობას, თანამშრომლობას, ერთად დგომას უკეთესი სასკოლო გარემოს შესაქმნელად.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ჩემი მოსწავლეები, ჩემი კოლეგები, მათი ღიმილიანი შეხვედრა, კარგად ჩატარებული ყოველი გაკვეთილი, რადგან კარგად მესმის, რომ განათლებაა ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედი.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ძალიან მიყვარს ნოდარ დუმბაძე. მზე, ღიმილი და სითბო იღვრება მისი ნაწარმოების ფურცლებიდან, ამიტომ ვურჩერვ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებთა წაკითხვას ყველა მოსწავლეს. განსაკუთრებთ კი „მარადისობის კანონს“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- ბავშვობიდან მიყვარდა და მახარებდა ახალი წლის ღონისძიება. ბავშვობის დროინდელი განწყობილება ყოველწლიურად მიახლდება. ყოველი ახალი წელი ახლის საწყისია, ამიტომ ყოველთვის სიახლის მოლოდინით ვხვდები ახალი წლის ზეიმს ჩემს სკოლაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“ ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სამოქალაქო კლუბის წევრებმა ამ დღესთან დაკაშირებით, ცნობიერების ამაღლების კუთხით გამართეს პრეზენტაცია
ანა კალანდაძის ამღერებულ ლექსებში გაცოცხლებულმა ლამაზმა საქართველომ მოსწავლეთა აღფრთოვანება გამოიწვია