მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის IXბ კლასის მოსწავლეთა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი მეტად ორიგინალურად წარიმართა. მე-9 კლასელებმა XIX საუკუნის ლიტერატურული სალონის ატმოსფერო გააცოცხლეს და ქართველ რომანტიკოსთა პოეზია, მათი ყოფა-ცხოვრება საინტერესოდ შეისწავლეს.
„XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოში ინტელიგენციის თავშეყრის ერთ-ერთი ადგილი ლიტერატურული სალონი იყო. საქართველოში სალონებში იკრიბებოდნენ მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, უცხოელი სტუმრები. ეწყობოდა ახალი ნაწარმოებების კითხვა და განხილვა, მზადდებოდა კულტურული ღონისძიებები და თეატრალური წარმოდგენები.
საგაკვეთილო პროცესი რომ საინტერესო და სახალისო გავხადოთ, შესაძლებელია, საკლასო ოთახმა სხვა სივრცეში გადაინაცვლოს, ამჯერად ჩვენი სივრცე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ლიტერატურული სალონი აღმოჩნდა“,- გვიყვებიან სკოლაში.
გაკვეთილის თემა იყო - „პოეზია უპირველეს ყოვლისა“, აქტივობას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დოდო ქათამაძე.
ტყიბულის N6 სკოლის IXბ კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი - კოტე გოშხეთელიანი) ფიქრობენ, რომ ასეთი გაკვეთილები უფრო საინტერესოსა და დასამახსოვრებელს ხდის საგაკვეთილო პროცესს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“ ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სამოქალაქო კლუბის წევრებმა ამ დღესთან დაკაშირებით, ცნობიერების ამაღლების კუთხით გამართეს პრეზენტაცია
ანა კალანდაძის ამღერებულ ლექსებში გაცოცხლებულმა ლამაზმა საქართველომ მოსწავლეთა აღფრთოვანება გამოიწვია