სიახლეები
სკოლები

ვაზიანის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილ მედლები გადაეცათ
11-12-2024
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას სთავაზობს. პედაგოგები და დირექცია თავს არ ზოგავენ იმისთვის, რომ ბავშვებმა წარმატებებს მიაღწიონ.

ამას ადასტურებს სკოლის კურსდამთავრებულების მიღწევებიც. 

მათ შორის აღსანიშნავია, რომ სკოლის კურსდამთავრებულებს: გიორგი ჟამურელს, ნინი დალაქიშვილს, გვანცა დალაქიშვილს წარჩინებული სწავლისთვის კუთვნილი ოქროს მედლები და სიგელები გადაეცათ.

კურსდამთავრებული მარიამ ოღრაპიშვილი კი დაჯილდოვდა ვერცხლის მედლით და სიგელით.

ამასთან დაკავშირებით სკოლაში პატარა ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა და მოსწავლეებმა მიულოცეს და გაიზიარეს მათი სიხარული. 

„ვულოცავთ ჩვენს საამაყო კურსდამთავრებულებს. მომავალშიც უამრავი წარმატება მოგველოცოს. ვისურვებდით Მომავალშიც კიდევ ბევრი მედალოსანი მოსწავლე აღგვეზარდოს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

 შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელჟურნალი გათიშულია - აღდგენის ვადა უცნობია

განათლების მინისტრის ახალი მოადგილე სამართლის დოქტორია

იხილეთ, რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შეეცვალა სახელი, მთავრობის დადგენილებით

პაროლის აღდგენის ინსტრუქცია ელექტრონულ ჟურნალში - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის

ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგები ცნობილია - პასუხებისთვის სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიმართოთ

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

აჯანყების დაწყებისა და დამარცხების მიზეზებზე ისაუბრეს

საინტერესო

სოციალური ქსელების უსაფრთხო გამოყენება ბავშვის განვითარების ნაწილია 

განსაზღვრეთ თქვენი მიზნები და ტესტირების შედეგად გააანალიზეთ გახვედით თუ არა სასურველ შედეგზე

პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის 

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“
სიახლეები
საზოგადოება