მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.
ახლახან, V კლასში მეორე უცხოურ (რუსულ) ენასა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. მას მასწავლებლები - ელენე ბაღათურია და ლია ხელაია ხელმძღვანელობდნენ.
აღნიშნული გაკვეთილის თემა - Моя семья (ჩემი ოჯახი) გახლდათ. გაკვეთილს შემდეგი მიზნები ჰქონდა: ილუსტრაციაზე მუშაობა, მოკლე ტექსტის მოსმენა, მოსმენილი ინფორმაციის გააზრება, ახალი ლექსიკური ერთეულების შესწავლა, კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით.
გაკვეთილი მრავალფეროვანი აქტივობებისგან შედგებოდა. მოსწავლეებმა უყურეს ვიდეორგოლს ახალ თემაზე - Моя семья. მოკლე ტექსტს მოუსმინეს და გაიგეს ინფორმაცია ანას ოჯახზე, ასევე, უპასუხეს დასმულ შეკითხვებს.
მოსწავლეებმა საკუთარი ოჯახის წევრების გაცნობის მიზნით, ფოტოსურათებით საინტერესო პრეზენტაცია გამართეს. ისინი ახალ ასო-ბგერებს გაეცნენ და მათი მართლწერის ნორმების შესასწავლად, ვიდეო-რგოლებს უყურეს.
მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ. გაკვეთილს ხარისხის მართვის ჯგუფი: სკოლის დირექტორი - ნანა ჯგერენაია და დირექტორის მოადგილე - ციალა გოგოლი ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა