მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა.
დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი, თუ რა ვადაში შეუძლია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას სკოლამდელი აღზრდისა და მზაობის პროგრამის მოპოვებაზე უარის თქმის შემთხვევაში ხელახალი განაცხადის წარდგენა.
დადგენილებაში ვკითხულობთ: „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებაზე უარის თქმის შესახებ ან სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრს უფლების მოპოვების განაცხადი წარუდგინოს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ“.
გარდა ამისა, „ავტორიზაციაზე უარის თქმის/ავტორიზაციის გაუქმების შემთხევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება კარგავს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლებას“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.