სიახლეები
სკოლები

სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები კოდის წერის საერთაშორისო კვირეულს შეუერთდნენ 
12-12-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობასა და პროექტში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის II-VI კლასების მოსწავლეები და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ეკატერინე ჩიტაური, აქტიურად ჩაერთნენ საერთაშორისო ინიციატივაში - „კოდის ერთი საათი“ („Hour of Code“).

ეს გლობალური მარათონი ყოველწლიურად იმართება 5-12 დეკემბერს, თუმცა მისი მიზნები და შთაგონება ყოველთვის აქტუალურია და ახალგაზრდებში ტექნოლოგიური უნარებისა და პროგრამირებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება.

ღონისძიება მიმართული იყო მოსწავლეებისთვის პროგრამირების საწყისების სწავლებისკენ ინტერაქტიული და ინოვაციური მიდგომებით.

„მიუხედავად არსებული სირთულეებისა, მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით დაძლიეს ყველა გამოწვევა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა შეისწავლეს კოდის წერის ძირითადი პრინციპები, რაც მათი ტექნოლოგიური ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში დაეხმარა.

„ქალბატონი ეკატერინე ჩიტაურის მხარდაჭერამ და მოტივაციამ მათ არა მხოლოდ კონკრეტული ამოცანების გადაჭრაში, არამედ ტექნოლოგიურ საკითხებთან მეტი თავდაჯერებულობით მიდგომაშიც შეუწყო ხელი“, - ამბობენ სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, „კოდის ერთი საათში“ მონაწილეობა მოსწავლეებს ტექნოლოგიური განათლების მნიშვნელობის უკეთ გაცნობიერებაში დაეხმარა და კიდევ უფრო გააღვივა მათში ინტერესი პროგრამირების მიმართ.

პროექტში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

„სერტიფიკატები მათ მოტივაციას კიდევ უფრო ზრდის მომავალი გამოწვევების დასაძლევად. სერტიფიკატები, როგორც წარმატების სიმბოლო, თითოეული მათგანისთვის შთაგონების წყაროდ იქცა“, - ამბობენ სკოლაში.

სკოლის დირექცია გულითადი მადლიერებით აღნიშნავს როგორც მოსწავლეების, ასევე პედაგოგ ეკატერინე ჩიტაურის შრომასა და წვლილს, როგორც აღნიშნავენ, ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტის წარმატებით განხორციელებაში.

„მსგავსი ინიციატივები გვაძლევს იმედს, რომ მომავალი თაობა ტექნოლოგიური სიახლეების ინტეგრირებაში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევს.

გილოცავთ მიღწეულ წარმატებებს და გისურვებთ ახალი მწვერვალების დაპყრობას!

შემოქმედებითობა, ცოდნა და მიზანდასახულობა - მომავლისკენ გზა აქ იწყება“, - გვეუბნებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთათვის ტექნოლოგიების სიღრმისეულ სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მომავალი ახალი წელი იქნება არამარტო ინოვაციური, არამედ ადამიანების გაერთიანების ახალი გზა... 

მანიფესტირებისას, პირველი რაც გვჭირდება, ნათელი მიზანია. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ვიცოდეთ რისი მოზიდვა ან განზიდვა გვინდა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ

საინტერესო

მომავალი ახალი წელი იქნება არამარტო ინოვაციური, არამედ ადამიანების გაერთიანების ახალი გზა... 

მანიფესტირებისას, პირველი რაც გვჭირდება, ნათელი მიზანია. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ვიცოდეთ რისი მოზიდვა ან განზიდვა გვინდა

თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ, გირჩევთ მთელი ოჯახით მოკალათდეთ და შეარჩიოთ საყურებლად

სიახლეები
საზოგადოება
Loading...