მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ.
თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, პრეზენტაცია ჩატარდა. გარდა ამისა, მოსწავლეებმა ნახეს მცირემეტრაჟიანი ფილმი - „არ შემიცოდო“. მათვე პლაკატი მოამზადეს, რომლის მთავარი გზავნილიც იყო - „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“.
აქტივობებში თითოეული მოსწავლე მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო. მათ შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს და ცოდნა კიდევ უფრო მეტად გაიღრმავეს.
„მადლობა, ლოლა დარსაძეს, ხათუნა ბარბაქაძესა და მარიამ ურიადმყოფელს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება