სიახლეები
სკოლები

ხიზაბავრის საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა საინტერესო პროექტის პრეზენტაცია გამართეს 
12-12-2024
-
+


ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.

ახლახან, XII კლასის მოსწავლეებმა პროექტის - „რა უნდა ვიცოდეთ სიმსივნის შესახებ“ პრეზენტაცია ჩაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ პროექტი არჩევითი საგნის - „სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა“ ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა. მას პედაგოგი ლიანა დათაშვილი უძღვებოდა. ეს საგანი წელს მოსწავლეებმა პირველად აირჩიეს და მათი თქმით, არჩევანში არ შემცდარან, რადგან ძალიან საინტერესო და საჭირო მასალას სწავლობენ.

პროექტის ფარგლებში, განხორციელდა ისეთი აქტივობები, როგორიცაა ბროშურების შექმნა და ვიზიტი ახალციხის სკრინინგ ცენტრში - თამილა კერატიშვილთან. 

პრეზენტაციას სასკოლე საზოგადოება, მშობლები, ადგილობრივი თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბოლოს, მოსწავლეებმა დაარიგეს ბროშურები და გამოკითხვა ჩაატარეს, რომელიც საინტერესოდ წარიმართა. 

იხილეთ ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება