მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო სამზადისია, რომელშიც აქტიურად არიან ჩართულნი როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგები.
პედაგოგის - ჟანნა ბახჩაგულიანის ხელმძღვანელობით, პირველკლასელებმა ლამაზად, მრავალფეროვანი დეკორაციებით მორთეს საკლასო ოთახი. მათ კლასში ნაძვის ხე დადგეს და გააფორმეს.
აღსანიშნავია, რომ ისინი ასევე საქველმოქმედო ღონისძიებას გეგმავენ და შემოწირულობას აქტიურად აგროვებენ.
პირველკლასელებმა უკვე მისალოცი ბარათებიც დაამზადეს, სადაც ახალი წლის სურვილები დაწერეს და საზოგადოებას საუკეთესო წელი უსურვეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება