მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დღე აღინიშნა. ყვარლის N2 საჯარო სკოლაში თარიღს საინტერესო ღონისძიებით გამოეხმაურნენ.
სკოლის თვითმმართველობამ, სამოქალაქო განათლების პედაგოგის, მოსწავლეთა თვითთმართველობის ხელმძღვანელის - თინა ნაზრიშვილის ინიციატივით, მოსწავლეთა კონფერენცია ჩაატარა.
კონფერენციის მთავარი ლოზუნგი იყო ისეთი ფუნდამენტური ღირებულებები, როგორიცაა - თავისუფალი ადამიანი, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და სხვა დემოკრატიული ღირებულებები.
მოსწავლეები კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ.
ძალიან საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს მოსწავლეებმა: თიკა ბაღაღოშვილმა, გვანცა ჩიხრაძემ, თამარ იორდანიშვილმა, ნინო ღონიაშვილმა, სალომე მეტრეველმა, გივი იმერლიშვილმა, ნინო კონჭოშვილმა, ლიკა გეთიაშვილმა, ბექა ბაბლომაშვილმა და რატი სურამლიშვილმა.
კონფერენციას ესწრებოდნენ პედაგოგები და სკოლის მოსწავლეები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება