მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლის წევრებიც არაერთ გარემოსდაცვით აქტივობაში მონაწილეობენ.
11 დეკემბერს, ჩხაკოურის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა მორიგი შეხვედრა გამართეს მეზობელი სოფლების, კერძოდ ქვაბღისა და ნაბეღლავის სკოლებთან.
თემები იყო ერთობლივად შერჩეული. ჩხაკოურის სკოლის ეკოკლუბელებმა წარადგინეს თემა - „ეკოლოგია“. ქვაბღის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა ისაუბრეს თემაზე- „განახლებადი ენერგიები“, ხოლო ნაბეღლავის სკოლის ეკოკლუბის საპრეზენტაციო თემა გახლდათ - „ნარჩენების მართვა“.
აღნიშნული სკოლების ეკოკლუბის მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად დაგეგმეს შეხვედრა, რომელიც აღმოჩნდა ეფექტური და სასარგებლო. მონაწილეებმა მოუსმინეს გამომსვლელებს, უყურეს მოკლე ვიდეოებს ეკოლოგიაზე, ნარჩენების მართვაზე და განახლებად ენერგიებზე. შემდეგ მოაწყვეს განხილვა წარდგენილი საკითხების ირგვლივ. დაგეგმეს მომავალში აქტიური თანამშრომლობა.
„თანამშრომლობითი განათლება და ცოდნის გაცვლა ყველა დონეზე, მოსწავლეებს უვითარებს გუნდური მუშაობის, კრიტიკული აზროვნების, კვლევითი უნარებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების უნარ-ჩვევებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემართება, რომელთაც შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ მიზნის მისაღწევად, პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაიზიაროს. ყველა სექტორმა და მთელმა მოსახლეობამ უნდა ითანამშრომლოს სკოლასთან.
შეხვედრას ხელმძღვანელობდნენ: ნანა ცინცაძე,ნინო ფაილოძე, ნათელა ირემაძე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება