TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

„ვისურვებდი, ზამთრის არდადეგებზე მასწავლებლებს დავალებები არ მოეცათ“- როგორ სურთ მოსწავლეებს არდადეგების გატარება?
27-12-2024
-
+


არდადეგების მოახლოება მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელია. მით უმეტეს, რომ მას თან წინასაახალწლო სამზადისი ერთვის. 

საქართველოში მოსწავლეებისთვის ზამთრის არდადეგები ახალი, 2025 წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყება. ბუნებრივია, რომ ბავშვებს უკვე გარკვეული წარმოდგენა აქვთ იმაზე, თუ როგორ გაატარებენ ამ პერიოდს. მათ ნაწილს შესაძლოა მხოლოდ გართობა სურდეს, ზოგიერთს დროის შემეცნებითი მიზნებით გამოყენება. ამავდროულად, კი, არიან ისეთებიც, რომლებსაც ორივე სურთ. 

იმის გასარკვევად, როგორი წარმოუდგენიათ მოსწავლეებს ზამთრის არდადეგები etaloni.ge მათ დაუკავშირდა. 

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან და არდადეგების მოლოდინს ეს უფრო უმძაფრებს. 

„მე და ჩემი ძმა კლასელები ვართ. ველოდებით ზამთრის არდადეგების დაწყებას. რამდენიმე დღით, მთელ კლასთან და დამრიგებელთან ერთად, ბაკურიანში უნდა წავიდეთ. ეს, დაახლოებით, ერთი თვის წინ დაიგეგმა და იდეა ყველას ძალიან მოგვეწონა. ჩვენთან ერთად, რამდენიმე მშობელიც წამოვა. ვფიქრობ, დროს ძალიან კარგად გავატარებთ, ცოტა სრიალიც ვიცი. იმედი მაქვს, თოვლიც იქნება. ჯერჯერობით, ეს გეგმა ძალაშია და იმედია, არც შეიცვლება“,- ამბობს ლუკა.

საახალწლოდ, სოფელში წასვლას აპირებს მე-8 კლასის მოსწავლე თაკო. ის და თავისი ოჯახი 2025 წელს ბებიასთან და ბაბუასთან შეხვდება. თაკოს სურვილია, რომ არდადეგებზე ერთი წიგნის წაკითხვა მაინც შეძლოს. 

„ახალი წელი რომ მოდის, ძალიან მიხარია. სახლიც მოვრთეთ უკვე, მალე ალბათ სკოლაშიც დადგამენ ნაძვის ხეს. რაც შეეხება არდადეგებს, ჩემი მშობლები ამბობენ, რომ რამდენიმე დღით სოფელში, ბებიასთან და ბაბუასთან, უნდა წავიდეთ, რაც მეც ძალიან მიხარია. ისედაც ასე ვისურვებდი დასვენების დღეების გატარებას, რადგან სოფელში ყოფნა ძალიან მიყვარს. რომ დავბრუნდებით, მინდა, რომ ბევრი დრო მეგობრებთან გავატარო და გავერთო. ასევე, მინდა, რომ აგათა კრისტის ერთი დეტექტივი მაინც წავიკითხო“,- გაგვიმხილა თაკომ.

მე-11 კლასის მოსწავლის, სალომეს თქმით, ამ არდადეგებზე განსაკუთრებულს არაფერს აპირებს და არ ჰგონია, რომ გამორჩეული პერიოდი იქნება. 

„რაიმე განსაკუთრებული სურვილი არ მაქვს. უბრალოდ, დატვირთული სემესტრი იყო და მინდა, რომ მალე დასრულდეს. არდადეგებს, ალბათ, სახლში გავატარებ. ახალ წელს ოჯახთან ერთად შევხვდები და მერე მეგობრებსაც ვუმასპინძლებ. არ მგონია, რომ ეს პერიოდი რამით გამორჩეული იყოს. ზოგადად, ახალი წელი ძალიან მიყვარს, მაგრამ ახლა თითქოს, საზეიმო განწყობაზე არც ვარ და ვნახოთ, თუ რამე შეიცვლება“,- თქვა მეთერთმეტეკლასელმა. 

სხვების მსგავსად, ბარბარეც, რომელიც მე-9 კლასშია არდადეგებს მოუთმენლად ელის. ამბობს, რომ ახალი წელი მისთვის საყვარელი დღესასწაულია, ამიტომ უნდა, რომ ოჯახურ გარემოში გაატაროს და სამეცადინო არ ჰქონდეს.

„ახალი წელი ჩემი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, თუ რატომ მიყვარს ზამთრის არდადეგები ზაფხულის არდადეგებზე მეტად. ვისურვებდი, რომ ზამთრის არდადეგებზე მასწავლებლებს დავალებები არ მოეცათ. ახალი წელი, შობა, შემდეგ ძველით ახალი წელი იმდენად სახალისოდ ტარდება ჩვენს ოჯახში, რომ ამ პერიოდში მეცადინეობა ნამდვილად არ მინდა. მირჩევნია, საინტერესო წიგნები წავიკითხო, საახალწლო ფილმებს ვუყურო და განვიტვირთო. ასევე, ძალიან მინდა ახალ წელს ბაკურიანში შეხვდეთ ოჯახი“,- ამბობს მე-9 კლასის მოსწავლე ბარბარე. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება