მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში წახალისებული და მხარდაჭერილია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში ხალისითა და დიდი შემართებით მონაწილეობენ.
28 ნოემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ „ბავშვთა უფლებათა ცოდნის ცენტრს“ სტუმრობდა ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის IVა კლასი, კლასის ხელმძღვანელ თამარ ციცვიძესა და „მე და საზოგადოების“ მასწავლებელ ნანა ყურუასთან ერთად.
მოსწავლეებთან შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის ფორმატში. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ღონისძიებაში. კლასმა ნახა რამდენიმე ანიმაციური ფილმიც.
შეხვედრის დასასრულს ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სიმბოლური სერტიფიკატები გადასცეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება