მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში პროფესიონალი მასწავლებლები მუშაობენ, რომლებიც ზრუნავენ, რომ მოსწავლეებმა ადამიანების უფლებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.
ამჯერად, სამოქალაქოს პედაგოგმა რუსუდან კურტანიძემ, მე-8 კლასში, მოსწავლეებთან ერთად, პროექტი -„ადამიანთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე“ განახორციელა.
პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული მთელი კლასი. მე-8 კლასის მოსწავლე მარიამ ფაფაკერაშვილმა ადამიანთა უფლებათა დეკლარაციის მიღების თარიღთან დაკავშირებით ისაუბრა. მან თანაკლასელებს გააცნო ინფორმაცია, როდის მიიღო გაეროს გენერალურმა ანსამბლიამ დეკლარაცია და როდის აღიარა საქართველომ ეს დოკუმენტი.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა თემატური კედლის გაზეთი მოამზადეს და კლასში გააკრეს.
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განხორციელებული პროექტისათვის, პედაგოგ რუსუდან კურტანიძეს კლასის დამრიგებელმა - მაია რიჟამაძემ და სკოლის დირექტორმა - ელზა მაისურაძემ მადლობა გადაუხადეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება