მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებსაც პროფესიონალი პედაგოგები ხელმძღვანელობენ, მოსწავლეები კი ინიციატივებში აქტიურად და დიდი შემართებით ერთვებიან.
ამჯერად, მასწავლებელმა სევდა შახვერდიევამ მე-4ბ კლასში გამართა კონკურსი სახელწოდებით - „მოხელე ხელები“.
კონკურსში მოსწავლეები ტრადიციული ენთუზიაზმით ჩაერთნენ და მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს, რომლებიც საკლასო ოთახში გამოფინეს.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის ბოლოს, პედაგოგმა გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები და საჩუქრები გადასცა.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება