სიახლეები
სკოლები

საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მთის საერთაშორისო დღეს საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
13-12-2024
-
+


​წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად იაზრებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი მოწაფეებს არაერთი აქტივობას, კონკურსსა თუ ღონისძიებას სთავაზობენ. 

11 დეკემბერი მწვანე კალენდარში მთის საერთაშორისო დღედ მოიხსენიება. თარიღთან დაკავშირებით, მე-6 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს და წარადგინეს პრეზენტაცია მთებზე, ისაუბრეს თუ რა არის მთა და მთათა სისტემა, როგორ და რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან, დაასახელეს და რუკაზე დააფიქსირეს მთათა სისტემები, ისაუბრეს მთების მნიშვნელობაზე, დაათვალიერეს ფოტოები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი ტიპის შემეცნებითი გაკვეთილები მწვანე კალენდრიდან ხელს უწყობს მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე ცოდნის გაღრმავებას და მოსწავლეებში გარემოსადმი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას.

11 დეკემბერს მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება. მთების მნიშვნელობისადმი გაზრდილი ინტრესის გამო 2002 წელს შემუშავდა გაერო-ს რეზოლუცია 57/245, რომლითაც გენერალურმა ასამბლეამ 11 დეკემბერი მთის საერთაშორისო დღედ აღიარა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა მისი აღნიშვნისკენ, რათა უფრო თვალსაჩინო გამხდარიყო მთის მდგრადი განვითარების მნიშვნელობა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება