TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
13-12-2024
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ილია ჭავჭავაძის ღირებულებებზე ზრდიან. 

სკოლაში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა. ლიტერატურული საღამო, რომელაც ლაიტმოტივად გასდევდა სიტყვები - „მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა!… „ ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგ მზია ბაიდოშვილის ხელმძღვანელობით წამოადგინეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას, სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებების გარდა, ილიას პუბლიცისტიკის, პირადი ცხოვრების, ნააზრევის, იდეების, ღვაწლის გაცნობასა და შემეცნებას.

მოსწავლეებმა მხატვრული ორატორობით წარმოადგინეს ილიას ლექსები, წარმოთქვეს მისი ბრძნული გამონათქვამები, გააცოცხლეს ოთარაანთ ქვრივისა და გიორგის, არჩილისა და კესოს პერსონაჟები.

ბავშვებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ილიას კი არ უნდა ვკითხულობდეთ, მას უნდა ვსწავლობდეთ, მისგან უნდა ვიღებდეთ მაგალითს.

ღონისძიება მეტად შთამბეჭდავად წარიმართა.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება