მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუცუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას შემოქმედება გააცოცხლეს.
III კლასის მოსწავლეებმა ვაჟას „სათაგურის“ შესწავლის შემდეგ, ქართული ენისა და
ლიტერატურის მასწავლებელ დალი ჯაშის ხელმძღვანელობით, ნაწარმოები
სპექტაკლად აქციეს.
სპექტაკლის დადგმის იდეა მათ თვითმმართველობის წევრების მიერ მათთვის შეთავაზებული პროექტის - „მეგობრობის“ შემდეგ გაუჩნდათ. „სათაგურის“ მათეული ინტერპრეტაციით კი სასკოლო საზოგადოებას აჩვენეს მეგობრობის ძალა.
მოსწავლეთა შესრულებული ყველა როლი იყო ძალიან შთამბეჭდავი.
უნდა აღინიშნოს, რომ სპექტაკლისთვის შექმნილი სათაგურის დეკორაცია ამავე კლასის მოსწავლეს - ლევიკო ემირიძეს ეკუთვნის. სპექტაკლისთვის მუსიკა დამრიგებელმა - დალი ჯაშმა შეარჩია. მხატვრულად, მუსიკალურად გაფორმებაში წვლილი მიუძღვით სახვითი და
გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელ გულნარა მიქელაძესა და მუსიკის
მასწავლებელ ეკატერინე ათაბაძეს.
სპექტაკლზე მიწვეული იყვნენ სოფელ ხუცუბნის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და მათი მასწავლებლები, სასკოლო საზოგადოების წევრები. მოსწავლეთა შემოქმედებითობით მოხიბლულმა სტუმრებმა მე-3 კლასელები მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება